вторник, 7 апреля 2009 г.

ნათლისღებისა


წავლა ქადაგება ნათლისღებისა. სულო ყოვლად წმინდაო შემეწიე მე ნეკრესელს ამვროსის 

 

მდალითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის-მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიაანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამიდან ღჳთის მოწყალება ჩჳჱნზედ განცხზდებული, ყოვლად ვითარის სიბრძნით, და საკვირველებით არა არსისაგან არსად მოყვანება ყოველთა არსთა ქმნილებათა ვითარ ინება ბრძანა, და განაგო ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან ვითარის სიბრძნით დაბადება, და შექმნილება. პირველად ანგელოსთა, და ზეციერთა მნათობთა, და მერმე ზეცისა, და ქვეყანისა, და ზღვათა, და კმელთა, და მერმე ჩვენ კაცთა სიტყვიერად, და გონიერად, და ხატად თვისად, დაბადებულება, და თვით მფლობელობა ესეები გავსინჯოთ, და გულის ხმა ვყოთ; და ახლა ესეც ვიხილოთ რომ, დღეს ღმერთი დიდებისა წყალსა შინა შიშველი სიმდაბლით ჩადგება კაცთათვის მოწყალებით კაცქმნილი, და მონასა თვისსა მოუდრეკს თავსა, და იმისგან ნათლისღებას ითხოვს.

რომელსაც ყოველთა წმინდათა, წინასწარმეტყველთა, და დიდებულთა პირნი წყაროსა ცხოვრებისასა, და განათლებასა მოქენელბით შესტრფიან, და ითხოვენ ვითარცა დღეს მეფეთა, და წინსწარმეტყველთა შორის წარჩინებული და ვით სესტრფის ფსალმუნსა შინა ლე. თ. ღმერთო შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოტ ჩვენ ნათელი, ვისმინოთ საღმრთო ესე წინასწარმეტყველება კეთილ-მორწმუნენო მსმენელნო, და დამყუდროებულის გულით, და გულის-ჴმიერის გონებით, და სიმდაბლით მოუპყარით სასმენელი თქჳჱნი: სახელითა მამისათა, და სულისა წმინდისათა ამინ. ღმერთო შენგან არს წყალი ცხოვრებისა.

ბრძენთაგანნი მეცნიერნი, დასწერენ, და ჩვენც იმისი მცნოდნელობა გვაქვს რომ, ქვეყნიერი მიწა ორის მიზეზით არ მოსცემსო ნაყოფსა.ერთი რომ სიხმელისაგან შეიქნება მიწა უნაყოფო, და მეორდ ნამეტანი ყინვისა და სიცივისაგან.

და ჩვენ სოფლიერადცა გვაქვს რომ ყოველი მიწის მოსავლის ნაყოფიერება სინოტიისა, და სიმჴურვალოსგან იქნება, და არა სიხმელისაგან, ვითარცა ბრძანებს წმინდაჲ სახარება ვითარმედ “რომელიმე თესლი დავარდა ქვეყანასა ზედა კლდოვანსა, და ვინათგან ძირნი არა დაებნეს გახმა”, ამას ასე ბრძანებს რომ რადგან იმ კლდეს ასეთი სიჴმელე ჰქონდა, რომ იმ თესლის ნივთებს იმ კლდემ მოკიდებულობა ვერ მისცა ამისთვის ძირი ვერ გაიდგა, და განჴმა.

ვითარცა იგივე წინასწარმეტყველი დასაბამიდგან დაწერს, რომ “სული ცემი ვითარცა ქვეყანა ურწყული”, ვითამ ასე ევედრება რომ ღმერტო მოავლინე ჩემზედ ცვარი წყალობისა შენისა რომ სული ჩემი განჴმელი, და უნაყოფო ცვარმა წყალობისა შენისამან ნაყოფიერ ჰყოს: მაგრამ რისგან შეიქნება კაცის გონება გამხმარი, და უნაყოფო, თუ არ ცოდვისგან: როდესაც კაცი ცოდვაში შთავარდება, და აღარ მოიქცევა, და აღარ შეინანებს მაშინ ის სულიც გამხმარი, და უნაყოფო შეიქნება. იმას კეთილი ნაყოფი აღარა აქვს, აღარც წყალი ცხოველი ნათლის-ღებისა აღარც წყალი წმინდა ემბაზისა, და აღარც წყარო მადლი სულისა წმინდისა, აბა რაღა მადლი ექნება? იმ საწყალობლის სანთელსა ჰგონია სხვას ვანაათებო, და თავის თავს კი სწვავს ისე ცოდვილი არის: ირწმუნეთ შვილნო ის ამისთანა მოუქცეველი ცოდვილი ქვეყანა ურწყული უნაყოფო, და განხმარი კლდე არის: ესე ერთი რომ განხმელი კლდე ნაყოფს ვერას აღმოაცენებს:

ახლა მეორე ვსთქვათ, რომ თუმცა წყალი ნაყოფის აღმომაცენებელი არის, მაგრამ ყოველი წყალი კი არ მოგცემს ნაყოფსა, უფრო წაახდენს მიწასაცა და მოსავალსაცა, და ეს გავიგონოთ წერილისაგან ვითარცა წრილ არს მეთხესა მეფეთასა შინა წიგნსა თავსა ვითარმედ “და ჰრქვეს კაცთა იერიქოსა ქალაქისათა ელისეს რმერთო აჰა კეთილ არს, დამკვიდრება ქალაქსა შინა, გარნა წყალი ესე ბოროტ არს, და უნაყოფო; მაშინ უბრძანა ელისემ: ნუ მწუხარე ხართ შვილნო, გევედრნეთ ღმერთსა, და ადატკბეს წყალი ესე,და იქმნეს ნაყოფიერ ქვეყანა ესე მადლითა ღჳთისათა:

მაშინ მოაღებინა სარწყული ერთი ახალი განვიდა წყაროსა მას ზედა, შთაასხა მას წყალი იგი, მოიღო მარილი, შტაყარა, და ილოცა, და თქვა: ესრეთ იტყვის უფალი ღმერთი, განვკურნებ წყალსა ამას, და არღარა იყოს სიკვდილი, და უნაყოფობა ქვეყანასა ამას: ილოცა, და მადლითა ღვთისათა მყის, და მსწრაფლ მასვე ჟამსა განიკურნა წყალიო იგი, და დატკბა, და ნაყოფიერ იქმნა ქვეყანა იგი, და მმიწა იერქოს ამის ქალაქისა:

ახლა გავიგონოთ ქრისტიანენო, განმარტება წმინდისა ამის წერილისა, და გულის-ჴმიერებით ვისმინოთ ესე რომ: თუმცა მივიღებთ ქრისტიანენი დღეს წმინდასა ამას, წყალსა ჩვენისა სულისა და ჴორცის განსაკურნებლად, განსანათლებელად, და განსაწმენდელად, და კიდევ სხვათაცა წმინდაცა სიადუმლოთა რომელთამე: ასეთის სარწმუნოებით, და სასოებით უნდა მივიღოთ, ვითარცა დედაკაცმან მან წიდოვანმან კურნება მიიღო უფლის იესოს ფესვსა სამოსლისასა შეხებითა, ვითარცა ქანანელმან, ვითარცა სამარიტელმან ვითარცა, მაგდანელმან მარიამ, ვითარცა ასულმან ასის თავისამან და სხჳათა ეგრეთვე, და ვითარცა იერიქელთა მათ საოებითა და თხოვითა ელისესითა თხოვა მათი აღესრულათ, და დატკბა წყალი იგი, ამისათვის თუმცა მადლითა ღვთისათა განიკურნა წყალი იგი, და ლოცვითა მით ელისე წინასწარმეტყველისათა, არამედ უმეტესად ერისა მის სასოებითა, და ვედრებით შეისმინა ღმერთმან, ლოცვა, და ვედრება მათი, და ის უნაყოფო, და მყრალი ნაყოფიერად ტკბილად, და კეთილად გარდააქცია:

და ახლა კიდევ სხვა განმარტებაც მოიხსენეთ წმინდისა ამის წერილისა, და გულის-ჴმიერებით გავიგონოთ, თუ როგორ მიემსგავსება, და ვითარ, დაისახება ან იერიქო იგი ქალაქი, და ან ელისე, და ან წყალი იგი მლაშე, და უნაყოფო: და ან მარილისა მის წმინდა შტაგდება, ესეები როგორ განიმარტება, და დაისახება გულის-ჴმიერად ვისმინოთ, ქალაქი იგი იერიქო ამ წუთს სოფელს, დანიშნავს, ამისთვისა რომ ღმერთმან ეს წუთი სოფელიცა, და ცა, და ქვეყანა, ზღვაცა, და ჴმელიცა, ყოველივე ჩვენთვის დაბადა, და კეთილად შექმნა; მაგრამ ის წყალი რომ მწარე და, მლაშე, და უნაყოფო, ის მყრალი ჩჳჱნის სულისა და ჴორცის ცოდვასა, და სიმწვირეში ყოფნას გამოგვიცხადებს: ააამდენს ყოველს ღვთისაგან, დაბადებულებასა, და შექმნილებასა, პირველად ადამის ცოდვაში შესჳლა, და ჩჳჱნი ცოდჳა მლაშედ მწარედ, და მყრალად აქცევს, ამაზედ ბრძანებს უფალი იესო ქრისტე “ვითარმედ არა ყოველთა მრქვან მე უფალო უფალო, და შეჴდენ სასუფეველსა ცათასა;” ქრისტიანენო გავიგონოთ ერთის ლიტონის ჴმითა, და სიტყჴთ რომ, დაჳძახოთ უფალო შემეწიე: თუ არ ანთებულის გულით, ვითრცა წინასწარმეტყველი ქადაგებს “ღრმითამო ვღაღად-ვყავ უფალო უფალო შეისმინე ლოცჳა ჩემისა;” თუ არ ამისთანას მხურვალის ლოცჳითა, შენს ღმერთს ნუ ატყუებ. ამით ვერას გააგონებ, ვითარცა დასწერს წმინდა მოციქული ძმა უფლისა იაკობ: “შენ გრწამს, და იტყჳ ვითარმედ ღმერთი არს, და ეშმაკთაცა სწამსო, და ძრწიან მისგან, და სხჳა გავავრცელო გლახაკმან მწყემსმან, ეპისკოპოზმან ამვროსი:

ამისთჳს ელისე იგი საღმრთო წინასწარმეტყველიც ღმერთად, და მაცხოვრად დაისახება: ამით რომე მათ ვითარცა მწარე იგი, და უნაყოფო წყალი დაატკბო, და ის უნაყოფო ქვეყანა იმათის ლოცჳთა, და ვედრებითა, კეთილ-ნაყოფიერად გარდაიქმნა; ეგრეთვე, დღეს აჰა უფალი იესო ქრისტე მოჴდა მხსნელი, და მაცხოვარი ჩჳჱენი და ახალსა სარწყულსა შინა იგი უმანკოსა, და ყოვლად უხრწნელსა, და ყოვლად განწმენდილსა საშოსა ქალწულისასა განხორციელდა. მიიღო სული გონიერი, და ხორცი სიტყჳერი, და სისხლი, და ყოველივე კაცობრიჳ ბრძანება თჳნიერ ცოდჳსა, დადაასხა საღმრთო მარილი რომელარს სიბრძნე, და ძალი ღვთისა, და დღეს შთადგა თჳთ ფერხითა საღმრთოთა წყალთა შინა იორდანისათა შიშველი, და ნათელს იღო წინამორბედისაგან: თუმცა თჳთ ნათლის-ღება რაში ეჭირებოდა, დამბადებელსა ღმერთსა, მაგრამ ჩჳჱნ გვასწავა, და სახედ, დაგჴდჳა, რომ წმინდის ნათლის-ღებისა, ძალი ეშმაკისა დაითრგუნება მისგან, და ბრძნება კაცთა, დაცემული შეცოდებისაგან ადამისა განიწმიდება, და თვინიერ ნათლის-ღებისა სასუფეველი აღარაჳს ეღირსება: და როდესაც წყლისაგან აღმოჴდა; მაშინ ჯოჯოხეთს შემწყვდეული ადამ საუკუნოს პყრობილობისაგან გამოიხსნა, და აღმოიყჳანა დღეს აქამომდე ჯოჯოხეთისა, და ეშმაკის ტყვედ მიცემულნი ვიყვენით: გასინჯეთ წმინდის ნათლის-ღების ძალი, და მადლი მორწმუნენო, და ამ სასოებით მიჳღოთ წმინდაჲ ესე წყალი, რამეთუ რომელთა ესე ქრისტეს მიერ ნათელ-ვიღეთ ქრისტე შეჳმოსოთ და სული და ხორცი ჩჳჱ ნიგანწმიდოს მადლმან წმინდისა ნათლის-ღებისამან ძალითა მადლითა ყოვლად წმიდისა სამებისათა, რამეთუ მისა შვენის პატიჳ და დიდება და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნათლისღებისა მეორე

   

მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო: მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩჳჱნზედ განცხადებული: ყოვლად ვითარის სიბრძნით, და საკვირველებით არა არსისაგან, არხად მოყვანება ყოველთა არსთა ქმნილებათა, ვითარ ინება ბრძანა და განაგო ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან: ვითარის სიბრძნით დაბადება, და შექმნილება, პირველად ანგელოსთა და ზეციერთა მნათობთა, და მერმე ზეცისა, და ქვეყანისა, და ზღვათა, და ჴმელთა: და მერმე ჩვენ კაცთა სიტყვიერად, და გონიერად, და ხატად თვისად დაბადებულებად, და თვით მფლობელობა: ესეები გავსინჯოთ გა გულის-ჴმა ვყოთ: და ახლა ესეც ვიხილოთრომ, დღეს ღმერთი დიდებისა, წყალთა შინა შიშველი სიმდაბლით ჩადგება კაცთათვის მოწყალებით კაც-ქმნილი, და მონასა თვისსა თავს მოუდრეკს, და იმისგან ნათლის-ღებას ითხოვს.

რომელსაც ყოველთა წმინდათა, წინასწარმეტყველთა, და დიდებულთა პირნი წყაროსა ცხოვრებისასა, განათლებასა მოქნეობით შესტრფიან, და ითხოვენ. ვითარცა დღეს მეფეთა და წინასწარმეტყველთა შორის წარჩინებული დიდად შესტრფის ფსალმუნსა შინა, ლე: თ: ღმერთო შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი; ვისმინოთ ესე საღმრთო წინასწარმეტყველება კეთილ-მორწმუნენო მსმენელნო, და დამყუდროებულის გულით, და გულის-ჴმიერის გონებით, და სიმდაბლით მოუპყარით სასმენელნი თქჳჱნი: სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულითა, ჭმინდისათა, ამინ.


უფალო შენგან არს წყალი ცხოვრებისა


ბრძენთაგანნი მეცნიერნი დასწერენ, და თვით ჩვენც ჩვენც ამისი მცნობელობა გვაქვს რომ, ქვეყნიერი მიწა, ორის მიზეზით არ მოსცემსო ნაყოფსა, და ერთი, რომ სიჴმელისაგან შეიქნება მიწა უნაყოფო, მეორედ ნამეტანის ყინვისა და სიცივისაგან.

და ჩვენ სოფლიეადაც ამისი მცნიბელობა გვაქვს რომ, ყოველის მიწის მოსავლის ნაყოფიერება, სინოტიისა, და სიმხურვალისაგან იქნება, და არა სიჴმელისაგან: ვითრცა ბრძანებს წმინდა სახარება ვითარმედ:”რომელიმე თესლი დავარდა ქვეყანასა ზედა კლდოვანსა, და ვინათგან ძირნი არა დაებნეს გახმა”, ამას ასე ბრძანებს რომ რადგან იმ კლდეს ასეთი სიჴმელე ჰქონდა, რომ იმ თესლის ნივთებს იმ კლდემ მოკიდებულობა ვერ მისცა ამისთვის ძირი ვერ გაიდგა, და განჴმა.

ვითარცა იგივე წინასწარმეტყველი დასაბამიდგან დაწერს, რომ “სული ცემი ვითარცა ქვეყანა ურწყული: ვითამ ასე ევედრება რომ ღმერტო მოავლინე ჩემზედ ცვარი წყალობისა შენისა რომ სული ჩემი განჴმელი, და უნაყოფო ცვარმა წყალობისა შენისამან ნაყოფიერ ჰყოს; მაგრამ რისაგან შეიქნება კაცის გონება გამჴმარი, და უნაყოფო. თუ არ ცოდვისაგან როდესაც კაცი ცოდვაში შთავარდება, და აღარ მოიქცევა, და აღარ შეინანებს, მაშინ ის სულიც გამჴმარი, და უნაყოფო შეიქნება: იმას კეთილი ნაყოფი არღარა აქვს: აღარც წყალი ცხოველი ნათლის-ღებისა: აღარც წყალი წმინდა ემბაზისა: და აღარც წყარო მადლი სულისა წმინდისა: აბა რაღა მადლი ექნება იმ საწყალობელსა, სანთელსა ჰგონია სხვას ვანათებო, და თავის თვს კი სწვავს, ისე ცოდვილი არს: ირწმუნეთ შვილნო, ის ამისთანა მოუქცეველი ცოდვილი, ქვეყანა ურწყული, უნაყოფო, და გამხმარი კლდე არს. . . . ეს ერთი რომ განჴმელი კლდე ნაყოფს ვერას აღმოაცენებს. ახლა მეორე ვსთქვათ რომ, თუმცა წყალლი ნაყოფის აღმომაცენებელი არის, მაგრამ ყოველი წყალი კი არ მოსცემს ნაყობს, უფრო წააჴდენს მიწასაცა და მოსავალსაცა და ეს გავიგონოთ წერილისაგან. ვითარცა წერილ არს მეოთხესა მეფეთასა შინა წიგნსა თავსა, ვითარმედ “ და ჰრქვეს კაცთა იერიქოსა ქალაქისათა ელისეს: უფალო აჰა კეთილარს დამკვიდრება ქალაქსა ამას შინა. გარნა წყალი ესე ბოროტარს, და უნაყოფო. მაშინ უბრძანა ელისემ: ნუ მწუხარე ხართ შვილნო, ვევედრეთ ღმერთსა, და დატკბეს წყალი ესე, და იქმნეს ნაყოფიერ ქვეყანა ესე მადლიტა ღვთისათა.

მაშინ მოაღებინა სარწყეული ერთი ახალი, განვიდა წყაროსა მას ზედა, შთაასხა წყალი იგი, მოიღო მარილი, შტაყარა, და ილოცა, და თქვა: ესრეთ იტყვის უფალი ღმერთი. განვკურნებ წყალსა ამას, და არღარა იყოს სიკვდილი, და უნაყოფოება ქვეყანასა ამას: ილოცა, და მადლითა ღვთისათა მყის და მსწრაფლ მასვე ჟამსა განიკურნა წყალი იგი, და დატკბა, და ნაყოფიერ იქმნა ქვეყანა იგი, და მიწა იერიქოსა მის ქალაქისა. ახლა გავიგონოთ ქრისტიანენო, განმარტება წმინდისა ამის წერილისა, და გულის-ჴმიერებითა ვისმინოთ ესე რომ, თუმცა მივიღებთ ქრისტიანენი, დღეს წმინდა ამას წყალსა, ჩვენის სულისა და ჴორცის განსაკურნებლად, განსანათლებელად, და განსაწმენდელად და კიდევ სხვათაცა წმინდათა საიდუმლოთა რომელთამე ასეთის სარწმუნოებით და სასოებით უნდა მივიღოთ, ვითარცა დედა-კაცმან მან წიდოვანმან კურნება მიიღო უფალი იესოს ფესვსა სამოსლისა შეხებითა: ვითარცა ქანანელმან, ვითარცა სამარიტელმან, ვითარცა მაგდანილელმან მარიამ: ვითარცა ასულმან ასისთავისამან: და სხვათა ეგრეთვე: და ვითარცა იერიქონელთა მათ სასოებითა, დათხოვითა ელისესისათა თხოვა მათი აღუსრულდათ და დატკბა წყალი იგი: ამისთვის თუმცა მადლი ღვთისათა განიკურნა წყალი იგი. და ლოცვითა მით ელისე წინასწარმეტყველისათა, არამედ უმეტესად ერისა მის სასოებითა და ვედრებით შეისმინა ღმერთმან ლოცვა და ვედრება მათი და ის უნაყოფო, და მყრალი წყალი, ნაყოფიერად, ტკბილად და კეთილად გარდააქცია:

და ახლა კიევ სხვა განმარტებაც მოიხსენეთ წმინდისა ამის წერილისა. და გულის-ხმიერებით გავიგონოთ თუ როგორ მიემსგავსება, და ვითარ დაისახება ან იერიქო იგი ქალაქი, და ან ელისე, და ან წყალი იგი მლაშე, და უნაყოფო: და ან მარილისა მის შტაგდება, ესეები როგორ განიმარტება, და დაისახება გულის-ჴმიერად ვისმინოთ: ქალაქი იგი იერიქო ამ წუთს სოფელს დანიშნავს: ამისთჳსა რომ, ღმერთმან შემოქმედმან ეს წუთი სოფელიცა, და ცა და ქვეყანა, ზღვაცა და ჴმელიცა, ყოველივე ჩვენთვის დაბადა, და კეთილად შექმნა. მაგრამ ის წყალი რომ მწარე, და მლაშე, და უნაყოფო გამოდგა, ის მყრალი წყალი ჩვენის სულისა და ჴორცის ცოდვასა და სიმწვირეში ყოფნას გამოგვიცხადებს: ააამდენს ყოველს ღვთისაგან დაბადებულებასა, შექმნილებას, პირველად ადამის ცოდვასა შესლვა, და ჩვენი ცოდვა მლაშედ, მწარედ, და მყრალად აქცევს: ამაზედ ბრძანებს უფალი იესო ქრისტე: “ვითარმედ არა ყოველმან მრქვან მე უფალო უფალო, და შევიდენ სასუფეველსა ცათასა: ქრისტიანენო გავიგონოთ, ერთის ლიტონის ხმითა, და სიტყვით რომ დავიძახოთ: უფალო შემეწიე, თუ არ ანთებულის გულით, ვითარცა წინასწარმეტყველი ღაღადებს, “ღრმითამო ვღაღადვყავ: უფალო უფალო შეისმინე ლოცვა ჩემისა. თუ არ ამისთანას მწურვალკს ლოცვითა, შენ ღმერთს ნუ ატყუებ, ამით ვერას გააგონებ: ვითარცა დასწერს წმინდაჲ მოციქული, ძმა უფლისაჲ იაკობ: შენ გრწამს, და იტყვი ვითარმედ ღმერთი არს, და ეშმაკთაცა სწამსო, და ძრწიან მისგან: და სხვა რა გავავრცელო გლახაკმან მწყემსმან და უღირსმან ეპისკოპოზმან ამვროსი: ამისთვის ელისე იგი საღმრთო წინასწარმეტყველიც, ღმერთად და მაცხოვრად დაისახება: ამით რომე, ვითარცა მან მწარე იგი, და უნაყოფო წყალი დაატკბო, და ის უნაყოფო ქვეყანა იმათის ლოცვითა და ვედრებითა, კეთილ ნაყოფიერად გარდაიქმნა: ეგრეთვე დღეს აჰა უფალი იესო ქრისტე მოვიდა მხსნელი, და მაცხოვარი ჩვენი. და ახალსა სარწყულსა შინა ესე იგი უმანკოსა, და ყოვლად უხრწნელსა და ყოვლად განწმენდილსა საშოსა ქალწულისასა განჴორციელდა. მიიღო სული გონიერი და სიტყვიერი და ჴორცი და სისხლი, და ყოველივე კაცოობრივი ბუნება თვითნიერ ცოდვისა: და დაასხა საღმრთო მარილი, რომელარს სიბრძნე და ძალი ღჳთისაჲ და დღეს შთადგა თვით ფერჴითა საღმრთოთა წყალთა შინა იორდანისათა შიშველი, და ნათელს-იღო წინამორბედისაგან: თუმცა თვით ნათლის-ღება რაში ეჭირებოდა დამბადებელსა ღმერთსა, მაგრამ ჩჳჱნ გვასწავა, და სახედ დაგვიდვა რომ, წმიდის ნათლის-ღებითა, ძალი ეშმაკისა დაითრგუნება, და ბუნება კაცთა დაცემული შეცოდებისაგან ადამისა განწმდება: და თვითნიერ ნათლისღებისა სასუფევლი არავის ეღირსება: და როდესაც წყლისაგან აღმოვიდა, მაშინ ჯოჯოხეთს შემსწყვდეული ადამ, საუკუნოსა პყრობილებისაგან გამოიხსნა, და აღმოიყვანა რომ, დღეს აქამომდე ჯოჯოხეთისა, და ეშმაკის ტყვედ მიცემული ვიტყვით:

გაიხსენეთ წმიდის ნათლის-ღების ძალი და მადლი მორწმუნენო, და ამ სასოებით მივიღოთ წმიდაჲ ესე წყალი, რამე თუ რომელთა ესე ქრისტეს მიერ ნათელვიღეთ ქრისტე შევიმოსოთ, და სული და ხორცი ჩჳჱნი განწმიდოს მადლმან წმიდისა ნათლის-ღებისამან ძალითა და მადლითა ყოვლად წმინდისა სამებისათა, რამეთუ მისა შვენის პატივი და დიდება თაყვანისცემა აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე ამინ: